გაკვეთილის
გეგმა
მასწავლებლის
სახელი ,გვარი: ვასაძე ეკა
საგანი: სახვითი
და გამოყენებითი ხელოვნება
სწავლების
საფეხური/კლასი: მე -7
მოსწავლეთა რაოდენობა: 25
გაკვეთილის
თემა: ქრისტიანული ეპოქა და ხელოვნება
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლეები ეცნობიან ქრისტიანული
ხელოვნების თავისებურებებს, მსჯელობენ
მატერიალური კულტურის ძეგლებზე;
უვითარდებათ
კრიტიკული აზროვნებისა და საკომუნიკაციო-საპრეზენტაციო უნარ-ჩვევები.
ისინი
ასევე ეცნობიან ამა თუ იმ ხელოვნების ძეგლების ისტორიულ პერიოდს, არქიტექტურულ სტილს, მხატვრულ
და რელიეფურ თავისებურებებს, მსგავსებასა და განსხვავებებს.
შედეგი:
მოსწავლეები ხედავენ ხელოვნებისა რელიგიის როლს
ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეტაპზე. იღრმავებენ
ცოდნას
თითოეული ძეგლის შესახებ, ავლენენ პარალელებს ეძებენ განსხვავებებს, აჯგუფებენ ქრონოლოგიის და სტილის
მიხედვით. სწავლობენ ვიზუალური ელემენტებით ამოცნობას.
ასახელებენ იმ საერთო ნიშნებს, რომლებიც სხვადასხვა
კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექტურის, სახვითი და
გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს, არჩევენ
ერთმანეთისაგან რეალისტურ და პირობით გამოსახულებებს.
მსჯელობენ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა მოვლენებმა და გარემო პირობებმა ნამუშევარზე, ამოიცნობენ იმ
ისტორიულ მოვლენას, რომელიც შემოქმედებით წყაროდ იქცა. ასევე განიხილავენ ცნობილი ქართველი
შემოქმედის ნამუშევრებს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი
მოსწავლეს შეუძლია
დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
მოსწავლე ეცნობა ქართულ ხელოვნებას და ქართველ ხელოვან
მოღვაწეებს.
წინარე ცოდნა: იციან ისტორიული პერიოდი ეპოქასთან კავშირში.
გამოყენებული რესურსები" სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, დიდი ზომის ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი; ელექტრონული პრეზენტაცია.
გაკვეთილის მსვლელობა 45 წთ.
#1
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზების ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1
|
გაკვეთილის
A ფაზა_ გამოწვევა
აქტივობა 1 _ მისალმება, სიის ამოკითხვა, გაკვეთილის მიზნისა
და შეფასების გაცნობა.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელ კლასთან
|
მასწავლებლის პრეზენტაცია
|
2 წუთი
|
2
|
აქტივობა 2 _ გონებრივი იერიში;
მოსწავლეების მობილიზება
|
გონებრივი იერიში კითხვა პასუხი
|
მთელ კლასთან და ინდივიდუალურად
|
მასწავლებლის პრეზენტაცია
|
3 წუთი
|
3
|
გაკვეთილის
B ფაზა
_ ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა 3 _ ახალი ტესტის გაცნობა და ელექტრონული პრეზენტაციის გამოყენება.
მოსწავლეები ეცნობიან მასალას სახელმძღვანელოში ასევე ილუსტრაციებს და
მსჯელობენ მათ ირგვლივ.
|
კითხვა-პასუხი და დისკუსია
|
ინდივიდუალური
|
კომპიუტერი, პროექტორი, ელექტრონული პრეზენტაცია.
|
5 წუთი
|
4
|
აქტივობა 4 _ რუბრიკა-ჩვენი მუზეუმი ეცნობიან ქართულ ტაძრებს და უზიარებენ აზრებს.
|
პრაქტიკული სამუშაო
|
ჯგუფური
|
თვალსაჩინოებები
|
5 წუთი
|
5
|
გაკვეთილის
C ფაზა
_ რეფლექსია
აქტივობა 5 _ პრაქტიკული სავარჯიშო;
რომელიმე ტაძრის სურათის შექმნა, გრაფიკული ნახატი
|
პრაქტიკული სამუშაო ნახატი
|
ჯგუფური
|
ფორმატი, ნახშირი, პასტელი ფანქარი
|
15 წუთი
|
6
|
აქტივობა 6 _ მოსწავლეები ისაუბრებენ
თუ რა დეტალების, სახასიათო ნიშნების ასახვა სურდათ ჩანახატზე მუშაობისას.
|
პრეზენტაცია
|
ინდივიდუალური, ჯგუფური
|
შექმნილი ნახატი ან მაკეტი.
|
10წუთი
|
7
|
აქტივობა 7 _ შეფასება;
შეფასება პრაქტიკული სამუშაოს შეფასება
|
მასწავლებლის პრეზენტაცია
|
ჯგუფური
|
5წუთი
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
მოსწავლეები ხედავენ ხელოვნებისა და რელიგიის როლს ჩვენი
ქვეყნის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე .
·
იღრმავებენ ცოდნას თითოეული ძეგლის შესახებ ავლენენ პარალელებს, ეძებენ განსხვავებებს , აჯგუფებენ ქრონოლოგიისა
და სტილის მიხედვით, სწავლობენ ვიზუალური ელემენტებით ამოცნობას.
·
ასახელებენ იმ საერთო ნიშნებს ,რომლებიც სხვადასხვა კულტურის ერთი დანიშნულების არქიტექტურის, სახვითი და გამოყენებითი
ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს ,მსჯელობენ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა
მოვლენებმა და გარემო პირობებმა ნამუშევარზე, ამოიცნობენ იმ ისტორიულ მოვლენას, რომელიც შემოქმედებით წყაროდ იქცა.
შეფასება: მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა:
კრიტერიუმები
გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა
ქულები და კრიტერიუმები
|
ძლიერი
|
კარგი
|
საშუალო
|
სუსტი
|
აქტიური
მონაწილეობა
|
ყოველთვის მონაწილეობს და მსჯელობს
გაკვეთილის ირგვლივ
|
ყოველთვის
მონაწილეობს
|
ხშირად
მონაწილეობს
|
იშვიათად
მონაწილეობს ან საერთოდ არ მონაწილეობს
|
ეპოქის
სწორად გააზრება. მსჯელობა ეპოქის ირგვლივ
|
იაზრებს ეპოქას სწორად და მსჯელობს ლოგიკურად.
|
შეუძლია
ეპოქის პერიოდების მიხედვით დაყოფა და
მსჯელობა.
|
სწორად ახერხებს ამოცნობას ,მაგრამ ვერ
ახერხებს მსჯელობას.
|
არ
იცის ეპოქა .ვერ ახერხებს მსჯელობას.
|
ამა
თუ იმ ეპოქისთვის და მახასიათებელი კულტურული ძეგლის ამოცნობა და მსჯელობა არქიტექტურული
მახასიათებლების ირგვლივ.
|
ახერხებს ამოიცნოს ეპოქა, ძეგლები და იმსჯელოს
მის ირგვლივ.
|
ყოველთვის
ახერხებს ეპოქის ამოცნობას და მსჯელობას მის ირგვლივ.
|
ახერხებს
არქიტექტურული ძეგლების ამოცნობას, მაგრამ ვერ მსჯელობს.
|
არ
შეუძლია არქიტექტურული ძეგლების ამოცნობა.
ვერ მსჯელობს.
|
ჯგუფური
მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
1-4
ქულა
|
5-6
ქულა
|
7-8
ქულა
|
9-10
ქულა
|
ჯგუფის
მიერ სამუშაოს მიზანი
|
ჯგუფმა
სამუშაოს მიზანი კარგად ვერ გაიგო
|
ჯგუფმა
სამუშაო მიზანი ნაწილობრივ გაიგო
|
ჯგუფმა
სამუშაო მიზანი გაიგო
|
ჯგუფმა
სამუშაო მიზანი კარგად გაიგო
|
ჯგუფის
მიერ სამუშაოს დაგეგმვა
|
ჯგუფმა
სამუშაო ვერ დაგეგმა
|
ჯგუფმა
სამუშაო ნაწილობრივ დაგეგმა
|
ჯგუფმა
სამუშაო დაგეგმა, მაგრამ მათ შორის ფუნქციები სწორად არ გადანაწილდა
|
სამუშაო
კარგად იყო ორგანიზებული, მათ შორის ფუნქციები სწორად გადანაწილდა
|
ჯგუფის
წევრთა ჩართულობა და მათ შორის ურთიერთობა
|
ჯგუფი
არ აქტიურობდა, ერთმანეთში არ თანამშრომლობდნენ
|
ჯგუფში
მხოლოდ ერთი აქტიურობდა
|
ჯგუფში
თითქმის ყველა წევრი აქტიურობდა
|
ჯგუფის
ყველა წევრი აქტიურობდა, მათ შორის იყო საქმიანი ურთიერთობა
|
ხელმოწერა: ე .ვასაძე
თარიღი:
ძალიან საიტერესო გაკვეთილის გეგმაა.ვფიქრობ,მოსწავლეზე მორგებული და შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ელოდებათ მათ.მეც სიამოვნებით დაგემოწაფებოდი,ეკა! <3
ReplyDelete