სასწავლო პროექტი


სასწავლო პროექტი

სახელწოდება: ბაზილიკურ და  გუმბათოვან ეკლესიათა არქიტექტურული სტილი.



პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეები  იცნობენ რა ქრისტიანულ ეპოქას,  გაჩნდა იდეა, დეტალურად შეისწავლონ გურიის ხუროთმოძღვრულ ძეგლთა სტილი და თავისებურებები .ამ კუთხით დაიგეგმა  ექსკურსია.



პროექტის აქტუალობა/მნიშვნელობა:
პროექტის გამოყენების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ   განასხვავონ   ამა თუ იმ ეპოქისათვის დამახასიათებელი ტაძრის არქიტექტურული სტილი:  გუმბათოვანი  და  ბაზილიკური.    



მოსწავლეთა ასაკი-11-12წ. კლასი მე-7

ვადების ხანგრძლივობა: 3 კვირა

მოსალოდნელი შედეგი-მოამზადებენ მაკეტს, გრაფიკულ ნამუშევარს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ინტერნეტი, კომპიუტერი ,პროექტორი, მუყაო.

პროექტის მსვლელობა-ძირითადი   აქტივობები:

აქტივობა 2)- საპროექტო თემის შერჩევა, ვადების განაწილება, კითხვების  ჩამოყალიბება.

ა)გაიხსენონ როდის გავრცელდა    ქრისტიანობა და როდის დადგა ტაძართა მშენებლობის საჭიროება.

ბ)რა იციან ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე და მათი მშენებლობის არქიტექტურულ სტილზე.



გ)კულტურაზე

აქტივობა-3)- ჩამოვაყალიბებ საპროექტო ჯგუფს, შეიმუშავებენ გეგმას, გაანაწილებენ დროს.

აქტივობა 4) -ერთად განიხილავენ მათ მიერ ინდივიდუალურად მოპოვებულ მასალას, აირჩევენ ინფორმაციას ,ფოტოებს.

აქტივობა-5)- პროექტის პრეზენტაცია-(მსმენელთა წინაშე წარმოადგენენ ფოტო-აუდიო და ვიდეო მასალას შესაბამისი კომენტარით.

აქტივობა -6)- შეფასება.

მასწავლებელი აფასებს შეფასების სქემით,  მოსწავლეთა ანგარიშის სახით.

კითხვები1) რამ გამოიწვია ყველაზე დიდი ინტერესი.

2) რა იცოდნენ და რა გაიგეს ახალი.

აქტივობა - 7) - მასწავლებელი აწყობს შიდა ექსკურსიას ,მოსწავლეები მოინახულებენ ადგილობრივ ბაზილიკურ და გუმბათოვან ტაძრებს. ადგილზე გაეცნობიან მათ არქიტექტურულ სტილს და ვიზუალური ხედვით ისინი გადაჭრიან პრობლემურ საკითხს, რომელშიც მოიაზრება ტაძართა არქიტექტურული სტილის განმასხვავებელი ნიშან-თვისებებს.



შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
კარგი
მაღალი
მსჯელობა
ვერ მსჯელობს და ვერ ახერხებს ამოცნობას ეპოქის და ტაძრების
ცნობს  ეპოქას ,მაგრამ ვერ ახერხებს მსჯელობას.
კარგად ახერხებს ამოცნობას ეპოქის და მსჯელობს საინტერესოდ.
მაღალ დონეზე ფლობს ეპოქას და მსჯელობს გარკვევით და დამაჯერებლად

ჯგუფური
ვერ ახერხებს ჯგუფთან თანამშრომლობას
ნაწილობრივ ახერხებს
კარგად ამყარებს კონტაქტს ჯგუფთან
მაღალ ,აქტუალურ დონეზე ერთვება ჯგუფურ მუშაობაში
ინფორმაციის მოძიება
ვერ ახერხებს ინფორმაციის მოძიებას.
არ ახდენს მასალის მოძიებას.
იძიებს ინფორმაციას სრულად.
სწრაფად და ორგანიზებულად ახდენს ინფორმაციის მოძიებას.


საგანთან/საგნობრივ ჯგუფებთან/სგ-სთან კავშირი

ხელოვნება სგ-VII6. მოსწავლეს შეუძლია გუნდში მუშაობა შემოქმედებითი და საორგანიზაციო პრობლემების გადასაჭრელად.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
1)      ანაწილებს ფუნქციებს შესასრულებელი მიზნიდან გამომდინარე
2)      განსაზღვრავს სამუშაოს შესრულების სავარაუდო ვადებს და იცავს დროს ,ლიმიტს ყველა ტიპის აქტივობის შესასრულებლად.
3)      მონაწილეობს ერთობლივი შემოქმედებითი და საორგანიზაციო  გადაწყვეტილების მიღებაში.

სგ-VII 12. მოსწავლეს შეუძლია დააკავშიროს ხელოვნების ნაწარმოების შინაარსი ისტორიასთან და კულტურასთან.
5)      შედეგი თვალსაჩინოა  თუ მოსწავლე:
1)მსჯელობს იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია ისტორიულმა და კულტურულმა კონტექსტმა  ნამუშევრის   შინაარსზე.
ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშს ,როგორც ამა თუ იმ კულტურის კუთვნილებას, ვიზუალური  ელემენტის მიხედვით.
3)ამოიცნობს ისტორიულ მოვლენას, რომელიც შემოქმედების წყაროდ იქცა.

პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ვასაძე.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ekavasadze3@gmail.com.



No comments:

Post a Comment